პანელური დისკუსია ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 დათქმასთან დაკავშირებით

1 დეკემბერს, საქართველოს ახლაგაზრდა დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართა პანელური დისკუსია ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 დათქმასთან დაკავშირებით.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სპიკერებმა: ზაზა ბიბილაშვილმა, კორნელი კაკაჩიამ და იაგო კაჭკაჭიშვილმა.
 
საუბარი შეეხო ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, საქართველოში ეფექტიანი სასამართლო რეფორმების გატარების მნიშვნელობასა და პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრის აუცილებლობას.
 
მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ჩვენი სახელმწიფოს შიგნით არსებულ განწყობებზე, რომელიც ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უკავშირდება.
დისკუსიის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცა და აუდიტორიასა და პანელისტებს შორის წარიმართა ნაყოფიერი კითხვა-პასუხის რეჟიმი.