"ვკითხულობთ ერთად" - მეთერთმეტე შეხვედრა

დღეს წავიკითხეთ და შევიტყვეთ:
როგორ დაუნაგვიანდა ცხოველების სადგომი, უზარმაზარი თავლა მეფეს, სახელად ავგიას.... 
როგორი აუტანელი სუნი გავრცელდა ირგვლივ და ამ სუნით შეწუხებულმა ზევსმა როგორ დაავალა თავლის გაწმენდა ჰერაკლეს...  
როგორ შეაერთა მან არხით ორი მდინარე და როგორ მიუშვა წყლის უზარმაზარი ნაკადი ნაკელით სავსე თავლისკენ....
და როგორ შეერქვა ამის შემდეგ უმძიმესი პრობლემების მოგვარებას "ავგიას თავლის გაწმენდა"...  
 
ისიც გავიგეთ, ვინ გაიცნო მატილდამ სკოლაში და რა მოისმინა უფროკლასელისგან, რომელიც არაერთგზის გამხდარიყო მრისხანე მის ტრანჩბულის მსხვერპლი...