ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკის მეორე დღე

ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკის მეორე დღე სრულად მიეძღვნა სიმულაციურ პოლიტიკურ თამაშს, რომელსაც გიორგი ბილანიშვილი წარუძღვა. 

სიმულაციური თამაში მოიცავდა კანდიდატთა შესარჩევად პარტიული პრაიმერისის გამართვას, საარჩევნო გუნდის ჩამოყალიბებას, საარჩევნო კამპანიის წარმოებასა და თავჯდომარის არჩევას;

სიმულაციური თამაშისას გაიმართა იმიტირებული შიდაპარტიული დებატები, წინასაარჩევნო კამპანია, კანდიდატების მიმართვა, კენჭისყრა, ასევე - გამარჯვებული და დამარცხებული კანდიდატების მიმართვა;

ახალგაზრდული ბანაკი ხორციელდება ჰოლანდიური IDI/D66 - ს მხარდაჭერით, პროექტის "შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში" ფარგლებში.