ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკი "ერთად მომავლისკენ!"

2-4 ივნისს, კისისხევში, გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის ახალგაზრდული ბანაკი "ერთად მომავლისკენ!".
 
ბანაკის პირველი დღე დატვირთული იყო მრავალფეროვანი სესიებით, რომლებიც შეეხებოდა პარტიულ სისტემებს, შიდაპარტიულ დემოკრატიას აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე - შიდაპარტიული დემოკრატიის გამოწვევებს საქართველოში, რასაც მოჰყვა ტრენინგი დებატებისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნებაში, რომელსაც გაუძღვა ჰოლანდიური პარტია D66-ის წარმომადგენელი, Mies Bos.
 
ახალგაზრდული ბანაკი ხორციელდება ჰოლანდიური IDI/D66-ის მხარდაჭერით, პროექტის "შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში" ფარგლებში.