საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, „ახალი ივერიას“ პირველი და მეორე ნომრის წარდგენა

11 თებერვალს, სასტუმრო „იოტაში“, გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის, საქართველოს უნივერსიტეტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ გამოცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, „ახალი ივერიას“ პირველი და მეორე ნომრის წარდგენა.
 
წარდგენაზე ისაუბრეს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის უფროსმა კოორდინატორმა, შამილ შუგაევმა და ჭავჭავაძის ცენტრის გამგეობის თავჯდომარემ, ზაზა ბიბილაშვილმა.
 
ჟურნალი გამოიცემა ყოველკვარტალურად. ამ ეტაპზე, მისი მიღება შესაძლებელი იქნება სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing და წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა - Bookshop Santa Esperanza, ასევე - წიგნების მაღაზია შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro და მაღაზიაში Bookmark Books in Vake წიგნები ვაკეში. უახლოეს მომავალში, ჟურნალის გავრცელების არეალი გაიზრდება, რასაც დამატებით გაცნობებთ.