პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში, 10 სექტემბერს თელავში გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა რეგიონის სამოქალაქო აქტივისტებთან და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრის დასაწყისში ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ ისაუბრა პროექტის შესახებ, რასაც მოჰყვა დისკუსია ზაზა ბიბილაშვილთან ერთად თემაზე „საღი აზრი და მოქალაქეობა - ქართული საზოგადოება ახალი გამოწვევების პირისპირ“. ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „კულტურის და განათლების როლი და საქართველოს ევროპული არჩევანი“. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროფ. მარიამ გერსამიას სესიას: „მედიაფსიქოლოგია და დებატების ხელოვნება“ და ლიკა სანიკიძის მასტერკლასს პროექტების დაფინანსებისა და დონორებთან ურთიერთობის საკითხებზე.