2024 წლის 13 მაისს, ერევანში, სომხეთში გაიმართა კონრად-ადენაუერის ფონდისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ღონისძიება და პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო კალანდაძემ.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ევროპეიზაციის ფაქტორები საქართველოსა და სომხეთში, უახლესი გეოპოლიტიკური მოვლენების კონტექსტში, როგორიცაა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომი და 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია.
ნინო კალანდაძემ ისაუბრა საქართველო-სომხეთის ორმხრივ და საქართველო-სომხეთი-
სესიას უხელმძღვანელა შტეფან მალერიუსმა - კონრად-ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა. შესავალი სიტყვა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩია წარმოთქვა. აგრეთვე, სიტყვით გამოვიდა სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, იან პლესინგერი. პანელურ დისკუსიაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ: საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა ძებისაშვილი, სომხური კვლევითი ცენტრის APRI-ის ვიცე-პრეზიდენტი სტრატეგიული განვითარებისა და პოლიტიკის საკითხებში ანაჰიდე პილიბოსიანი, და ორბელის ანალიტიკური ცენტრის უფროსი მკვლევარი ჯონი მელიქიანი.
KAS-GIP საგარეო პოლიტიკის მოლაპარაკებათა ინიციატივის მიზანია, რეგიონულ დონეზე დიალოგისა და ანალიზის ხელშეწყობა საგარეო პოლიტიკის იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე.