02. 12. 2025

ზაზა ბიბილაშვილი რუსული ჩარევის შესახებ გამოცემა De Groene Amsterdammer-ის ინტერვიუში

ჰოლანდიურ გამოცემა De Groene Amsterdammer-ში ბოლოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ,ზაზა ბიბილაშვილმა მკაცრი შეფასება მისცა საქართველოში შიდა პოლიტიკაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობას.

"ეს დასაბამიდანვე რუსული პროექტია," - განაცხადა ბიბილაშვილმა . მან ისტორიული პარალელი გაავლო მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ საფრანგეთთან. "ეს არ არის ქართული მთავრობა, ეს არის ჰიბრიდული ძალა," - აღნიშნა ზაზამ  და  ახლანდელი რეჟიმი ვიშის საფრანგეთს შეადარა.

ბიბილაშვილმა რუსული ჩარევა  2008 წლის ტრავმულ მოვლენებს დაუკავშირა, როდესაც ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ის, რასაც მან რუსი ლიდერის სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ პირველი ღია სამხედრო თავდასხმა უწოდა. სამხრეთ ოსეთში ძალადობის ესკალაციის შემდეგ, რუსეთის ძალებმა საქართველო დაიპყრეს და დედაქალაქ თბილისისკენ გააგრძელეს სვლა, სანამ, ხუთი დღის შემდეგ, ევროკავშირის შუამდგომლობით,  დაიხევდნენ უკან .

თუმცა, შედეგები უფრო გრძელვადიანი აღმოჩნდა, ვიდრე მოკლე სამხედრო კამპანია. საერთაშორისო შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, რუსეთმა მუდმივი სამხედრო ბაზები განათავსა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. "მას შემდეგ მათ ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი დაიკავეს," - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერის თქმით, 2008 წლის შეჭრა პუტინისთვის დასავლეთის სიმტკიცის  და გამძლეობის ტესტი იყო. "შემდეგ ჯერზე მან უკრაინის დაპყრობა ცადა. ჩვენ ეს აქ წინასწარ ვიცოდით," - აღნიშნა მან, რითაც საქართველოში რუსული ექსპანსიონისტური ამბიციების შესახებ  არსებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუსვა  ხაზი.

ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული და უკრაინული წინააღმდეგობის მჭიდრო ურთიერთკავშირს. "ჩვენი მომავალი მათთანაა გადაბმული," - განმარტა მან. "თუ ისინი იმარჯვებენ, შანსი არსებობს რომ რუსეთი საქართველოდან წავიდეს და შესაძლოა დაიშალოს კიდეც."

ინტერვიუ დასრულდა მოწოდებით  რომ ევროპამ აღიაროს  კონფლიქტის მნიშვნელობა მის მომავლისთვის . "ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა, არამედ ევროპისაც. ჩვენ ერთი და იგივე მტერი გვყავს," - ხაზი გაუსვა ბიბილაშვილმა.

 

სრული სტატია იხილეთ აქ :

https://www.groene.nl/artikel/zwarte-koffie-in-zwarte-tijden?token=x27l9nDZQGXJWdA&utm_campaign=gift&utm_medium=social&utm_source=sharebyemail