„პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებშიც შეიძლებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა საქართველოსთვის. პრობლემა ზუსტად ესაა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები იმ ფუნდამეტურ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ნება, რაც საჭიროა ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ყველაზე მარტივი მაგალითია დეოლიგარქიზაცია. ხელისუფლებამ თქვა, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც, სავარაუდოდ, მოერგება ოთხ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ არა იმ ერთ ადამიანს, რომელიც სახელითა და გვარით იდენტიფიცირებული იქნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, როგორც საქართველოს პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხელისუფლება იტყვის, რომ მათ ყველაფერი შეასრულეს და ახლა ბურთი ევროპელების მოედანზეა,“- ზაზა ბიბილაშვილი "ამერიკის ხმის" ეთერში, 3 ივლისი 2022
ევროინტეგრაციის პროცესის უარყოფითი დასასრული - ნინო კალანდაძე "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "გაიღვიძე საქართველო", 5 ნოემბერი 2025
რა ვითარებაში ვართ და რა შეიძლება იყოს გამოსავალი - ზაზა ბიბილაშვილი "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "საჯარო პოლიტიკა", 3 ნოემბერი 2025
მძიმე რეალობა და ამ რეალობიდან გამოსვლის გზების ძიება - ნინო კალანდაძე "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "კომენტარი", 3 ნოემბერი 2025