რა დღის წესრიგით ცხოვრობს დღეს საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკური კლასი? პოლიტიკური ოპოზიციის ერთ ნაწილს წინააღმდეგობრივი თავისებურება ახასიათებს: სურთ, ფონს გავიდნენ სააკაშვილის ელექტორატით, ოღონდ სააკაშვილის გარეშე – მიაჩნია გადაცემის სტუმარს, ზაზა ბიბილაშვილს. რაქც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის ინარჩუნებს მართვის სადავეებს მომადლიერებულ მხარდამჭერებზე დაყრდნობით, აგრეთვე შსს და სუსის დახმარებით, რომელთა ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას უწინარესად ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობენ. არჩევნების გაყალებებისა და საარჩევნო ძალადობის პრობლემები კი ამ ეტაპზე ჩრდილშია მოქცეული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს და მანამდელი პოლიტიკით გამოწვეული მძიმე სტრესისგან საზოგადოების ნაწილმა ცოტა სული მოითქვა.
ზაზა ბიბილაშვილი სტუმრად საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, გადაცემაში "ღია სტუდია", 23 ნოემბერი 2021
ნინო კალანდაძე პოლონური არხის "TVP WORLD"-ის რეპორტაჟში სქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ, 26 ოქტომბერი 2025
მძიმე ვითარება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ - ნინო კალანდაძე "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "კომენტარი", 20 ოქტომბერი 2025
სრული სვლით საბჭოთა ტიპის დიქტატურისკენ - ნინო კალანდაძე "ტვ ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "მრგვალი მაგიდა", 18 ოქტომბერი 2025