logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

თელავში ილია ჭავჭავაძის ცენტრის მასტერკლასები გაიმართა

პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში, 10 სექტემბერს თელავში გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა რეგიონის სამოქალაქო აქტივისტებთან და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან.  შეხვედრის დასაწყისში ცენტრის დირექტორმა ნინო კალანდაძემ ისაუბრა პროექტის შესახებ, რასაც მოჰყვა დისკუსია ზაზა ბიბილაშვილთან ერთად თემაზე „საღი აზრი და მოქალაქეობა - ქართული საზოგადოება ახალი გამოწვევების პირისპირ“. ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „კულტურის და განათლების როლი და საქართველოს ევროპული არჩევანი“. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროფ. მარიამ გერსამიას სესიას:  „მედიაფსიქოლოგია და დებატების ხელოვნება“ და ლიკა სანიკიძის მასტერკლასს პროექტების დაფინანსებისა და დონორებთან ურთიერთობის საკითხებზე.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS