logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

ჭავჭავაძის ცენტრმა GDI-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გასული მოსწავლეები დააჯილდოვა

24 ივნისს ჭავჭავაძის ცენტრმა GDI-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ოლიმპიადის („სამოქალაქო განათლება ყველასთვის“) ფინალურ ეტაპზე გასული შვიდი მოსწავლე წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით დააჯილდოვა.

„მისასალმებელია, რომ GDI-ს მიერ შექმნილი ინტერაქტიული პლატფორმით სამოქალაქო განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ჭავჭავაძის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ახალი თაობის სამოქალაქო განათლება და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობაა“ - აღნიშნა ილია ჭავჭავაძის ცენტრის აკადემიურმა მრჩეველმა მარიამ გერსამიამ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ ოლიმპიადა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძოს სკოლების ათასზე მეტმა მოსწავლემ. გამარჯვებულ ათეულში არიან თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, დუშეთის, ხულოს, ზუგდიდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების X-XII კლასელები.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS