logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

"ვკითხულობთ ერთად" - ოცდამეერთე შეხვედრა

რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს ცნობილი მეცნიერის მიერ დაწერილი წიგნის კითხვა, ზღაპრების მოსმენას მაინც სხვა ხიბლი აქვს. ის რად ღირს თუნდაც რომ მათი მოსმენისას გულიანად შეგიძლია იცინო.
 
თავად განსაჯეთ, განა სასაცილო კი არა, სახარხარო არ არის ცრუთა ქვეყანაში მცხოვრები მხატვრის ამბავი, რომელიც ცხენებს ოთხის ნაცვლად ცამეტ ფეხს უხატავს და ამის შემდეგ საკუთარი ნამუშევრების უვარგისობას ფერებს აბრალებს - ხან მწვანეს და ხან ყვითელს.
 
ანდა, დიდი, კეთილი გოლიათის უცნაური მეტყველება, სიტყვების გადაკეთება და "ადამიანების" "ქადამიანებად", "უთავბოლობის" "უტანბოლობად" და "თავგზაარეულის" "ტანგზაარეულად" მოხსენიება.
 
ჯერჯერობით კარგად ვუთავსებთ ერთმანეთს ერნსტ გომბრიხის, ჯანი როდარისა და როალდ დალის კითხვას.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS