logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

"ვკითხულობთ ერთად" - მეთექვსმეტე შეხვედრა

დღევანდელი კითხვისას სულ სერიოზულ საკითხებს შევეხეთ.
 
ჯერ იყო და კრეტის მეფე მიდასის საქციელზე რომ დავფიქრდით, რომელმაც მოლხენის ღმერთ დიონისეს თხოვა, ყველაფერი ოქროდ ქცეულიყო რასაც შეეხებოდა და რა დღეში ჩავარდა ამ სურვილის აღსრულების შემდეგ - ვეღარც შიმშილი რომ მოიკლა და ვეღარც წყურვილი.
 
მერე ჯელსომინოს მიერ მოსავლის აღებაზე ხეხილის ბაღში, როცა ბიჭმა ხელის გაუნძრევლად, შეძახილებით სულ პანტა-პუნტით ჩამოყარა ხეებიდან მწიფე მსხლები და ამის შემხედვარე მეზობლების ერთმა ნაწილმა სასწაულმოქმედად რომ შერაცხა ის, მეორემ კი - ჯადოქრად.
 
კითხვას რომ მოვრჩით, ვილაპარაკეთ, შევეცადეთ აგვეხსნა ერთმანეთისთვის, როგორი სახიფათო და დამაზიანებელია სიხარბე და როგორ ხდება ისე რომ ერთ მოვლენას სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ ადამიანები.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS