logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

"ვკითხულობთ ერთად" - მეათე შეხვედრა

თუ იცით ობობა როგორ გაჩენილა მითოლოგიის მიხედვით? როგორ და, ქალღმერთ ათენას არ გაუმეტებია სასიკვდილოდ ქსოვისა და ქარგვის უბადლო მცოდნე ქალი, სახელად არაქნე. მანამდე კი, შეჯიბრი ყოფილა მას, უბრალო მოკვდავსა და ოლიმპოს ბინადარს შორის - ვინ უფრო უკეთეს და უფრო ლამაზად მოხატულ ქსოვილს წარადგენდა ჟიურის წინაშე. ჟიურის წევრები ღმერთები ყოფილან. მათ გამარჯვებულად ათენა გამოუცხდებიათ, რასაც არაქნე სასოწარკვეთამდე და თავის მოკვლამდე მიუყვანია... თუმცა, ათენას უყოჩაღია და ობობად გადაუქცევია დამარცხებული მეტოქე, რათა მას, იმ დღიდან მოყოლებული, დაუღალავად ექსოვა დიდი და პატარა, ერთიმეორეზე ნაზი აბლაბუდები.
 
"მატილდას" მეცხრე თავში კი ის მოხდა, რაც მოსალოდნელი იყო, მის ჰანი გაწბილებული გამობრუნდა ვორმვუდების სახლიდან. ის პირველად გადააწყდა მშობლებს, რომლებსაც არათუ ახარებდათ, პირიქით, აღიზიანებდათ და აბრაზებდათ შვილის გამორჩეულობა, მისი ნიჭიერება და ერთი სული ჰქონდათ, კარი მიეხურათ აბეზარი მასწავლებლისთვის და სულელური ტელესერიალის ყურება გაეგრძელებინათ.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS