logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

"ვკითხულობთ ერთად" - მეექვსე შეხვედრა

ახალი წიგნი გადმოვიღეთ თაროდან, დავიწყეთ კითხვა და ავტორმა, ჯანი როდარიმ იტალიაში, რომის სიახლოვეს ამოგვაყოფინა თავი. უცნაურად გათენდა დილა იქ, დაბა ტრულოში. მისმა მკვიდრებმა ფანჯრები რომ გამოაღეს და ზევით აიხედეს, ცისა და ღრუბლების ნაცვლად უზარმაზარი სხეული დაინახეს დაკიდებული სახურავების თავზე. შეშინდნენ, ტელეფონებს ჩამოეკიდნენ, სახანძრო სამსახურიდან დაწყებული სამხედროების შტაბებით დამთავრებული, ყველგან დარეკეს. ხან რას იძახდნენ, ხან რას, ზოგი ამბობდა - მარსელები დაგვესხნენო, ზოგი - მფრინავი თეფშების შემოტევააო... 
 
ამ სხეულის რაობის დადგენა შემდეგი შაბათისთვის გადავდეთ და კვლავ ინგლისს, ვორმვუდების ოჯახს დავუბრუნდით, რომლის წევრებს, არაფერი რომ არ აინტერესებდათ დედამიწის ზურგზე ტელევიზორის ყურების გარდა, მათემატიკის, უფრო სწორად - არითმეტიკის მასტერ-კლასი რომ ჩაუტარა პატარა მატილდამ.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS