logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

"ვკითხულობთ ერთად" - მეოთხე შეხვედრა

განმარტებითი ლექსიკონის შედგენა დავიწყეთ. ყველა სიტყვა, რომლის მნიშვნელობა არ ვიცოდით, ჩამოვწერეთ, გვერდით ტირეები დავუსვით და სათითაოდ ავხსენით. "აჭარხლებული" თურმე "აწითლებულს" ნიშნავს, "დაუტატანა" - "გაუწყრა"-ს", "დატუქსა"-ს", ხოლო "იხტიბარს არ იტეხდა" - "არ იმჩნევდა"-ს. 
 
პატარა მატილდას, რომლის თავგადასავლის კითხვა იმ ადგილას გვქონდა შეწყვეტილი, სადაც ის ძალიან ბრაზობდა მამამისის საქციელის, უფრო სწორად, უსაქციელობის გამო, რა თქმა უნდა, მივუბრუნდით და ბევრი ვიცინეთ იმაზე, თუ როგორი ხრიკი მოიფიქრა მან და როგორ ატარა მთელი დღე, შინ თუ გარეთ, თავზე დაწებებული ქუდით მისტერ ვორმვუდი, დანჯღრეული მანქანების "უბადლო" გამსაღებელი. 
 

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS