logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

„მომავალი შენია“ - შემაჯამებელი შეხვედრა კაჭრეთში

„მომავალი შენია“  - ამ მოწოდებით, 21 დეკემბერს, კაჭრეთში, ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო ჩართულობის პროექტის 150-ზე მეტმა მონაწილემ, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სამოქალაქო აქტივიზმის მზარდ მნიშვნელობაზე საქართველოში.

„მოქალაქის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში“ - ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამა ილია ჭავჭავაძის ცენტრმა სამოქალაქო ჩართულობის პროექტი, რომელიც მთელი წლის მანძილზე საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობდა.

პროექტის „საღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ფარგლებში შეხვედრები და მასტერკლასები გაიმართა თბილისში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და სხვა ქალაქებში.

პროექტი „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS