logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

კონფერენცია „ახლა ამის დროა - შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“

13 ოქტომბერს, თელავში, ილია ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ახლა ამის დროა - შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკური პარტიების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
 
განხილულ იქნა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატიის არსებული დეფიციტის მიზეზები, შედეგები და აღმოფხვრის გზები. მონაწილეებმა იმსჯელეს შესაძლო კორელაციაზე შიდაპარტიული დემოკრატიის ხარიხსხა და მოქალაქეთა მხრიდან პარტიების მიმართ არსებულ მზარდ გაუცხოებას შორის.
 
პროექტს „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“ ჭავჭავაძის ცენტრი ახორციელებს 2019 წლიდან. პროექტის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად (სტატიები, ვლოგები, პოდკასტი, ცნობიერების ამაღლების კამპანია), ცენტრის ორგანიზებით გაიმართა არაერთი შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, აქტივისტებთან, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე - ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
 
პროექტის მიზანია საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის თემის აქტუალიზაცია და პარტიებში შიდადემოკრატიული პროცესებისა და პლატფორმების წახალისება.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS