logogeo.png
  • GEO
    • ENG
    1
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • გამგეობა
    • გუნდი/ექსპერტები
    • პარტნიორები
  • სიახლეები
    • მედიაარქივი
  • სასარგებლო რესურსები
    • ბიბლიოთეკა
    • ბლოგი
    • პროექტი "სამოქალაქო მეხსიერება"
    • ქვიზები
    • ჟურნალი "ახალი ივერია"
  • გალერეა
  • პროექტები
  • კონტაქტი
1
1 1 1 1

ჭავჭავაძის ცენტრის კვლევის პრეზენტაცია „შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები საქართველოში“

17 დეკემბერს გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის კვლევის პრეზენტაცია „შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები საქართველოში“.
 
აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს სამეტაპიანი კვლევის მეორე ნაწილს. პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის ხარისხი და დადგინდა შიდაპარტიული დემოკრატიის მწვავე დეფიციტი. კვლევის მეორე ეტაპი შეეხო შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულ ანალიზს. მესამე ეტაპი, რომელსაც საზოგადოება ასევე მალე გაეცნობა, არის კვლევა შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შედეგებზე. პრეზენტაციის თემატიკა და კვლევის შედეგები აქტულურია როგორც სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, ისე პოლიტიკით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის და აქტიური მოქალაქეებისთვის.
 
ნაშრომი წარადგინეს ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლებმა და კვლევის ავტორებმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ფონდებისა და აკადემიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული მკვლევარები და სტუდენტები.

გაზიარება: 1 1 1
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

Donate
გამოიწერე სიახლეები
1 1 1 1
© 2025 | Privacy Policy | CREATED BY - LEMONS