18. 11. 2026

ზაზა ბიბილაშვილი Le Monde-ში: საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის შესახებ

ჭავჭავაძის ცენტრის თავმჯდომარე ზაზა ბიბილაშვილი ციტირებულია გამოცემა Le Monde-ის 2026 წლის 13 ნოემბრის სტატიაში, რომლის ავტორია ფოსტინ ვენსანი (Faustine Vincent). სტატია ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეს, რომლის მიზანი ქვეყნის ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა. ბიბილაშვილმა, რომელიც სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, საქმე „ორუელისეულად“ შეაფასა და განაცხადა, რომ იგი რუსული სტილით არის შექმნილი, რადგან ერთადერთი მტკიცებულება თავად ბრალმდებლების მიერ შექმნილი საპარლამენტო კომისიის ანგარიშია. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიანად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი ნაციონალური მოძრაობის ოპონენტიც კი არის. სტატია საქმეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შეფერხების ფონზე აღწერს. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2027 წლის ივნისამდე უნდა გამოიტანოს.

სრული სტატია ხელმისაწვდომია ონლაინ, მისამართზე : https://www.lemonde.fr/international/article/2026/11/13/en-georgie-les-principaux-partis-d-opposition-bientot-interdits-avant-les-legislatives-de-2028_6809347_3210.html.