29. 05. 2026

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, ვარშავა — 2026 წლის 28 მაისი

28 მაისს ნინო კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ რეგიონულ ფორუმში, რომელიც ეძღვნებოდა სამოქალაქო საზოგადოების მომავალს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის კონტექსტში. ღონისძიება ერთობლივად მოაწყვეს „LIBSEEN"-ის ქსელმა, „4liberty.eu"-ს ქსელმა და „ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდმა" (FNF), „VVD International"-ისა და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მხარდაჭერით.

ფორუმის მთავარი თემა იყო ჯანსაღი ლიბერალური დემოკრატიის პირობებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს  შექმნა.ექსპერტებმა, პრაქტიკოსებმა და პოლიტიკის დაინტერესებულმა პირებმა ერთობლივად შეიმუშავეს დემოკრატიული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის საერთო ჩარჩო, აქტიური სამოქალაქო სივრცის უზრუნველსაყოფად.