ლოძი, პოლონეთი — ჭავჭავაძის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო Freedom Games-ის, ცენტრალური ევროპის იდეების წამყვან ფესტივალის, მე-12 შეკრებაში. ღონისძიება 2025 წლის 24-26 ოქტომბერს გაიმართა EXPO Łódź-ის სივრცეში და მისი თემატიკა იყო „გაურკვევლობის დროს".
შაბათს, 25 ოქტომბერს., ჩვენმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო კალანდაძემ, გააკეთა მოხსენება პანელზე “წინააღმდეგობა წნეხის პირისპირ : სამოქალაქო საზოგადოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში"
სესიამ განიხილა მზარდი წნეხი, რომელსაც განიცდიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - დაწყებული შემზღუდველი კანონმდებლობით და პოლიტიკურად მოტივირებული შემოწმებებით, დამთვრებული შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და დაფინანსების წყაროებზე შეზღუდულ წვდომით. განხილვის საგნად იქცა სულ უფრო გახშირებული თავდასხმები ავტორიტარული მთავრობების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ კორუფციის, უმცირესობათა უფლებების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხებზე. პანელზე განიხილეს როგორც არსებული გამოწვევები, ასევე გადარჩენის და გამძლეობის ახალი სტრატეგიები.
ქალბატონ ნინოსთან ერთად პანელში მონაწილეობას იღებდნენ:
იაკუბ კოციანი, პრეზიდენტი, ფონდი Akcja Demokracja (პოლონეთი)
მარტონ შლანგერი, მთავარი მკვლევარი, ინსტიტუტი Republikon (უნგრეთი)
ანდრეი შულცი, დირექტორის მოადგილე, მარტინ ფილკოს ინსტიტუტი (სლოვაკეთი)
დისკუსიას უძღვებოდა ბარბორა კრემპასკა, ცენტრალური ევროპის ტრანსფორმაციის პროცესების ექსპერტი. პანელი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან და 4liberty.eu-სთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული .
ქალბატონმა ნინომ წარმოადგინა ყოვლისმომცველი ანალიზი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე უპრეცედენტო თავდასხმის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა: „ეს არ არის დემოკრატიული უკუსვლა - ეს არის სრულმასშტაბიანი შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე რუსული სცენარის გამოყენებით და დაჩქარებული ტემპებით".
პრეზენტაციაში წარმოდგენილ იქნა საკვანძო მოვლენები 2024 წლის ოქტომბრის არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ:
ქალბატონმა ნინომ გააზიარა წარმატებული წინააღმდეგობის სტრატეგიები, მათ შორის: კოალიციების ფორმირება, ხილვადობის შენარჩუნება ყოველდღიური პროტესტების საშუალებით და ინფორმაციის გაცვლა საერთაშორისო დონეზე. მან ასევე გააანალიზა მთავრობის მიერ წარმოებული სისტემატური სტიგმატიზაციის კამპანია და ამ კამპანიის გავლენა საზოგადოების მხრიდან ნდობაზე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
პრეზენტაცია დასრულდა პირდაპირი მიმართვით საერთაშორისო საზოგადოებისადმი: „ჩვენ არ გვჭირდება თანაგრძნობა - გვჭირდება მოქმედება. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება კონკრეტული შედეგები მთავრობასთან მიმართებით და მუდმივი მხარდაჭერა თავდასხმის ქვეშ მყოფი ორგანიზაციებისთვის".
წელს ფესტივალმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი სპიკერი შეკრიბა ლიბერალური დემოკრატიების წინაშე მდგარი გამოწვევების განსახილველად. გამორჩეულ მონაწილეებს შორის იყვნენ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდერ კვასნევსკი, მსახიობი და აქტივისტი ჯორჯ კლუნი, გეოპოლიტიკური ანალიტიკოსი ედვარდ ლუკასი, ლიბერტარიანელი მეცნიერი ტომ პალმერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.
ფესტივალის პროგრამამ მოიცვა 150-ზე მეტი პანელი, დისკუსია და კულტურული ღონისძიება რამდენიმე სცენაზე - ევროპის უსაფრთხოებიდან და ტექნოლოგიური სუვერენიტეტიდან დაწყებული, კლიმატის პოლიტიკისა და დემოკრატიის მდგრადობის საკითხებით დამთავრებული.
ჭავჭავაძის ცენტრის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენს ერთგულებას დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ საერთაშორისო დიალოგის მიმართ. ეს დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო სექტორის წინაშე მდგარი მიმდინარე გამოწვევების ფონზე.
Freedom Games-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ freedomgames.pl