ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა, ნინო კალანდაძემ ინტერვიუ მისცა 360TV-ის გადაცემას 360 Ziņas საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების თაობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა არ ამოწმებს შემომავალ რუს მოქალაქეებს და, პირიქით, ხელს უწყობს მათ საქართველოში დამკვიდრებას — რაც ზრდის რუსული გავლენის საფრთხეს და საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში სტუმრებად აგრძნობინებს თავს. ნინოს თქმით, რეალური ცვლილება საქართველოში შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინაში ცვლილების შემდეგ. სიუჟეტში ასევე მონაწილეობდა ლიეტუვაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერი ივან ტიუტრინი, რომლის თქმითაც ყველა რუსს არც შეუძლია და არც სურს საქართველოში წასვლით მობილიზაციისგან თავის დაღწევა; სიუჟეტი დასრულდა რეპორტაჟით რუსეთის სოფლების მაცხოვრებლების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მამაკაცებს იძულებითი მობილიზაციისგან იცავენ.
https://failiem.lv/u/mvx6y99cfaf4fbk5